ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია ისეთი, როგორიც ქვეყნების უმრავლესობას ჰქონდა. ამიტომ ამას მეორე ტალღას დავარქმევთ თუ პირველ ნახევარს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ კორონა გრძელდება – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაიწყო თუ არა ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა.მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, „ნიღაბი გავიკეთოთ და დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება“.