მარგარინი არის მცენარეული ცხიმების ერთობლიობა, რომელსაც გადამუშავებისას უტარდება ჰიდროგენიზაცია, რის შედეგად თხევადი ზეთი გარდაიქმნება მყარ მასად და წარმოიქმნება ტრანსცხიმები. სწორედ ტრანსცხიმებია ყველაზე საშიში თქვენი ჯანმრთელობისთვის. ყველაზე ხშირად კი მცენარეული კარაქების დასამზადებლად პალმის ზეთს იყენებენ, რომელიც კიდევ უფრო სახიფათოს ქმნის მცენარეულ კარაქს. თვითონ პალმის ზეთი არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, პირიქით მასში ბევრი ვიტამინი და მინერალია, თუმცა არსებობს ტექნიკური პალმის ცხიმი, რომელიც იმდენად მავნებელია, რომ შეიძლება მომაკვდინებელი დაავადებებიც კი გამოიწვიოს.