18 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ამის შესახებ "პალიტრანიუსს" "გარემოს ეროვნული სააგენტოს" სინოპტიკოსმა ინგა ხუციშვილმა განუცხადა. 21 ნოემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10–15 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9–14 იქნება; თბილისში +12–14 გრადუსი დაფიქსირდება.არამდგრადი ამინდი საქართველოში დღის ბოლომდე შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში იქნება ძლიერი თოვა. დღესვე თბილისში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 18–20 მეტრი იქნება.დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0;+5; შიდა ქართლში – 3 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში –10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +2 - დან +7 გრადუსამდე იქნება; ხოლო მაღალმთიან რაიონებში –5 გრადუსი დაფიქსირდება.