ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს. 27 ქვეყნის ლიდერი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსისი მინიჭების თემაზე დისკუსიებს მართავს. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ევროსაბჭოს სხდომის წინ ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს.