ა რომის პაპმა ფრანცისკემ აშშ-ის ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბის - „ყველა ბომბის დედას“ სახელწოდება გააკრიტიკა.„როდესაც ამ ბომბის სახელწოდება გავიგე, შემრცხვა. დედა სიცოცხლეს იძლევა, ხოლო ამ ბომბს სიკვდილი მოაქვს. ამ მოწყობილობას დედას ვეძახით. რა ხდება?!“, - განაცხადა რომის პაპმა.13 აპრილს აშშ-მა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ იყვნენ.ამერიკაში აღნიშნულ ბომბს „ყველა ბომბის დედას“ უწოდებენ.