12:44
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ამ მეთოდს უხანელმა ექიმებმა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მიმართეს - თავ­და­პირ­ვე­ლად მსგავ­სი რამ ერ­თმა მე­დი­კოს­მა გა­ა­კე­თა, შემ­დეგ მას ბევ­რმა მი­ბა­ძა
17-02-2020

იმის­თვის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი შე­ამ­ცი­რონ, ჩი­ნელ­მა ექი­მებ­მა თმა გა­და­ი­პარ­სეს. თავ­და­პირ­ვე­ლად მსგავ­სი რამ ერ­თმა მე­დი­კოს­მა გა­ა­კე­თა და შემ­დეგ მას ბევ­რმა მი­ბა­ძა. ახლა კი, ერ­თგვარ გა­მოწ­ვე­ვად არის ქცე­უ­ლი.

ჩი­ნე­ლი ექი­მე­ბის თქმით, თმა მარ­ტი­ვად იზი­დავს ვირუ­სებს და მის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, თუ ასეთ რთულ ვი­თა­რებ­ში მას სა­ერ­თოდ გა­და­ი­პარ­სა­ვენ.

ეს არ არის ერ­თა­დერ­თი მსხვერ­პლი, რომ­ლის გა­ღე­ბაც უხა­ნელ ექი­მებს მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ვირუს­თან ბრძო­ლის დროს უწევთ. ისი­ნი ეპი­დე­მი­ის წინა ხაზ­ზე არი­ან და სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს რის­კის ქვეშ აყე­ნე­ბენ.

People's Daily China-მ, გავ­ლე­ნი­ან­მა ჩი­ნურ­მა გა­მო­ცე­მამ, Twitter-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, თუ რო­გორ იჭ­რი­ან თმას მე­დი­კო­სე­ბი უხა­ნის კლი­ნი­კებ­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე.

ჩი­ნელ ექი­მებს მძი­მე პი­რო­ბებ­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა. ისი­ნი მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ატა­რე­ბენ შე­სა­ბა­მის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­სა და სპე­ცი­ა­ლურ პირ­ბა­დე­ებს, რის გა­მოც ხე­ლე­ბი და სახე შე­შუ­პე­ბუ­ლი აქვთ, ხოლო კან­ზე ნა­წი­ბუ­რე­ბია გა­ჩე­ნი­ლი.

ჩი­ნეთ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით კი­დევ 108 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 1016-ს მი­აღ­წია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩი­ნე­თის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია ავ­რცე­ლებს.

ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი 2,478-ით გა­ი­ზარ­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, 42,638-ი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები