მკვლევარებმა შექმნეს სამედიცინო ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც კანზე მაგრდება და პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. მოწყობილობა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ქაღალდისგან მზადდება. ქაღალდისგან შექმნილ სტიკერს ადამიანს სხეულზე უმაგრებენ. ჭკვიანი სტიკერი ბიოთავსებადი და ჰაერგამტარია. მას ფიზიკური მოქმედებების მონიტორინგი შეუძლია და რეალურ დროში ატყობინებს ადამიანს მოსალოდნელი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. მედიკოსებს მისი საშუალებით შეუძლიათ აკონტროლონ პაციენტის ძილი. ამ მოწყობილობის გამოყენება შეუძლიათ ასევე სპორტსმენებს ვარჯიშის ან თუნდაც ცურვის დროს. სტიკერი საკმაოდ მოსახერხებელია სატარებლად,იგი თხელი და წყალგაუმტარია.