ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "მხედრიონის" ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა.
ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობა და მისი დაჭრა დაკვეთით განხორციელდა. დაზარალებული არ ფლობს ინფორმაციას გამოძიების ვერსიებთნ დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობს და რომ მათი საერთო მიზანია დამნაშავის დასჯა. გუგეშაშვილმა ასევე საქმის აქამდე უცნობი დეტალები გაამხილა, მან აღნიშნა, რომ მკვლელთან ერთად სელფი გადაიღო.