12:43
24 სექტემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ამ კვლევამ ბევრი სპეციალისტი დააფიქრა - რაში იმალება გულის დაავადებათა მიზეზი?
17-02-2017

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა განცხადებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მაპროვოცირებელი მთავარი ფაქტორი თავის ტვინის სიღრმეში იმალება. გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნებულმა საინტერესო კვლევის შედეგებმა ბევრი სპეციალისტი დააფიქრა. როგორც კვლევის ავტორი, პროფესორი აჰმედ ტავაკოლი განმარტავს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები განსაკუთრებით ხშირად და თანაც ადრეულ ასაკშივე უვითარდებათ იმ პირებს, რომლებსაც ნუშისებური სხეულის (ემოციებზე პასუხისმგებელი თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა) მომატებული აქტივობა აღენიშნებათ. ჯაჭვი, რომელიც გულის დაავადებათა აღმოცენების მიზეზი ხდება, სინამდვილეში ძალიან მარტივა - პერმანენტული სტრესული ფაქტორები ნუშისებური კომპლექსის გადამეტებულ აგზნებადობას იწვევს, რაც თავის მხრივ პროვოცირებას უწევს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები