ბაჰამის კუნძულებზე მდებარე 3-მილიარდიანი მეგა-კურორტი "ბაჰა მარი" ახალ თაამშრომელს ეძებს. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად ეკონომიკის დარგში მაგისტრის ხარისხი არ გჭირდებათ, რადგან არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კურორტის ახალი ბინადრების, ფლამინგოების, მოვლა მოგიწევთ. თანამდებობასაც, შესაბამისად, ფლამინგოების მთავარი ოფიცერი ჰქვია. ფრინველები კურორტზე ამ გაზაფხულზე ჩაჰყავთ, ამიტომ თადარიგს იჭერენ და ახალ თანამშრომელს ეძებენ. თუ ბაჰამის კუნძულებზე ფლამინგოებთან ერთად სეირნობა და ამაში ანაზღაურების მიღება საკმარისად დამაჯერებლად არ ჟღერს, მაშინ გეტყვით, რომ ეს თქვენი ოფისი იქნება. მაგრამ იქამდე სანამ წახვალთ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების წერას დაიწყებთ, გეტყვით, რომ ბაჰამას კუნძულებზე ახალი თანამდებობის დასაკავებლად საკმაოდ დიდი გამოცდილება გჭირდებათ.