საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკა არ არსებობს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ეროვნულ ვალუტაზე მსოფლიოში არსებული ობიექტური მიზეზები ახდენს ზემოქმედებას, მმართველი პარტიის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, რაც ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას უწყობს ხელს.