00:49
14 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ამ გავრცელებულ ხერხს მიმართავს ის, ვისაც ექიმთან მისვლას თვითმკურნალობა ურჩევნია - რატომ არის სახიფათო გულძმარვის დროს სოდიანი წყალი?
15-01-2019

გულძმარვის დროს სოდის მიღება ერთობ გავრცელებული ხერხია, რომელსაც უმთავრესად ის ხალხი მიმართავს, ვისაც კვალიფიციურ ექიმთან მისვლას თვითმკურნალობა ურჩევნია. მართალია, სოდა ხსნის უსიამოვნო შეგრძნებას ,მაგრამ 2 საათის შემდეგ კუჭის გაღიზიანებული ჯირკვლები უფრო ინტენსიურად იწყებენ მარილმჟავას გამომუშავებას და რამდენიმე საათში მჟავიანობამ შესაძლოა იმაზე მაღლაც აიწიოს, ვიდრე სოდის მიღებამდე იყო.

სოდის მიღებისას ჭარბად გამოიყოფა ნახშირორჟანგი და კუჭის მოცულობა მკვეთრად იმატებს. სამედიცინო ლიტერატურაში დიდი ოდენობით სოდის მიღების შემდეგ კუჭის გასკდომის შემთხვევაც კია აღწერილი.

კუჭის წვენთან სოდის ურთიერთქმედებისას თავისუფლდება იონიზებული ნატრიუმი, რომელიც ინტენსიურად შეიწოვება სისხლში, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის დროს ძალიან საშიშია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები