სამწუხაროდ, ასაკთან ერთად, ორგანიზმის სხვა სისტემების მსგავსად, იმუნური სისტემაც ბერდება, რასაც ბევრი უსიამოვნება სდევს თან. ასაკთან ერთად ანთებითი პროცესები სულ უფრო ხშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ფიზიკურ და გონებრივ განლევას ექვემდებარება, სხვა დამატებითი პრობლემებისა და გონებრივი ჩამორჩენის დართვით. ასაკთან ერთად ნაკლები ანტისხეულები გამომუშავდება და ორგანიზმს სულ უფრო მეტად უჭირს ინფექციასთან ბრძოლა.ასაკთან ერთად ადამიანი უფრო მეტად უნდა შეეცადოს იმუნური სისტემის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას, რადგან ორგანიზმი უფრო და უფრო მცირე რაოდენობით წარმოქმნის T-ლიმფოციტებს. ორგანიზმი ვეღარ წარმოქმნის იმდენ ლეიკოციტს, რამდენსაც ბავშვობაში წარმოქმნიდა, შესაბამისად, დაცვის რეაქცია სუსტდება და იკლებს. გახსოვდეთ, სიმსივნური პათოლოგია იმუნური სისტემის დეფიციტის შედეგია. კიბო მაშინ ვითარდება, როდესაც იმუნური უჯრედები ვეღარ ცნობენ პათოლოგიურ უჯრედებს და არ ანადგურებენ მათ. ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ სრულფასოვანი ფუნქციობა იმუნურ სისტემას, რადგან მასზეა დამოკიდებული ორგანიზმის ჯანმრთელობა!