ამ ეტაპზე ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში არც დარღვევები დაფიქსირებულა და არც საჩივარი დაწერილა. ამის შესახებ განცხადება ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძებ, კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საკონტროლო ფურცლის გარეშე ხმის მიცემა არ მომხდარა. შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.