11:54
27 ნოემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ამ ეტაპზე, მე ამას დავთანხმდი - ელენე ხოშტარია
15-11-2021

ამ ეტაპზე დავთანხმდი გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს - თავს ვგრძნობ კარგად, ვარ ძალიან შემართებით“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაიწყო. ამასთან, ის უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე.

„გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემს ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა.

მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.

აქედან გამომდინარე, დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს. თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!“,- წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.

პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.

ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

AutoPlay
კახა კუჭავას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეპუტატები შეუფერხებლად შევლენ
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
აშშ-ს საელჩოს პოზიცია შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებსაც - ანრი ოხანაშვილი
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
ევროპაში ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ლულუ
21-11-2021
ელენე, შენ კი გინდა მაგარი ქალის იმიჯი გქონდეს მაგრამ, მამაშენმა უღალატა საქარტველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. თუ როგორ მიზდევდენ გიორგი შენგელაია და გოგი ხაინდრავა ზვიადს ავტომატით მოსაკლავად და რომ ვერ დაეწიენ, მამაშენი როგორ უყვიროდა გიორგი შენგელაის, ეს რაქენით, როგორ გაგექცათ ზვიდი ცოხალიო. რაცარუნდა იგმირო ელენე, მაინც მოღალატე და შემარცხვენელი გოგი ხოშტარიას შვილი ხარ.
ლიკა
17-11-2021
შენც ისე გაგიმეტებენ როგორც მიშას.მან რომ გააკეთა იმდენი ნაღვაწი გაქვს შენ? რატომ ედრები ვერ გავიგე,ან შენი ვითომ შიმშილობით შეიცოდებენ თუ რა..............ესე იგი, შენ გინდა გამოჩნდე მიშაზე უფრო მაღალი დონის?დაჯექ რა...........გადასხმებზე უარი არ თქვა რა..........რომ ჰკითხო პატრიოტები არიან.პატრიოტობაზე რომ დეფ თავს ,იქ სიცოცხლე და კომფორტი არც უნდა გაიფიქრო.ვაი პატრიოტები..............
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები