როგორ გამოვრიცხო, მითხარით?!-ასე უპასუხა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემის „360 გრადუსი“ წამყვანს კითხვაზე, უშვებს თუ არა იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის ავტორი სწორედ შს მინისტრი გიორგი გახარია იყოს.გია ხუხაშვილის თქმით, ამ საკითხზე „მჯერა-არ მჯერათი“ ლაპარაკი არ შეიძლება, თუმცა ის პოზიცია, რომელიც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ არჩეული, ადასტურებს, რომ „წერილი მართლა იყო“.