20:51
16 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ამ დროისთვის უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია 91 810-მა დასაქმებულმა მოითხოვა
03-06-2020

2 ივნისის მონაცემებით, უმუშევრობის  200-ლარიანი კომპენსაცია უკვე 91 810-მა დასაქმებულმა მოითხოვა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაკმაყოფილებულია  22 851 დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი 91 810 განაცხადი.  დასაქმების ხელშეწყობის სახწლმწიფო სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის პროცედურა, მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება.  რაც შეეხება თვითდასაქმებულებისთვის განსაზღვრულ 300-ლარიან დახმარებას, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცრებულია 51 217 თვითდასაქმებული, ვინც 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები