ამ დროის მონაცემებით, ბათუმში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს, ლევან ვარშალომიძე კი მეორე ადგილზეა - Palitra News

ამ დროის მონაცემებით, ბათუმში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს, ლევან ვარშალომიძე კი მეორე ადგილზეა

2020-11-01 08:09:59+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 8 საარჩევნო უბნის მონაცემების მიხედვით, ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატი რესან კონცელიძე ლიდერობს. აღნიშნულ უბნებზე ხმების დათვლის შედეგად, კონცელიძეს მხარს ამომრჩეველთა 43,5 % უჭერს, „“ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ლევან ვარშალომიძეს კი 34,97 %.