"დინამო არენაზე" მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით გამართული საფეხბურთო მატჩის დროს 11 წლის გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა.ბავშვმა მოედნის მცველებს თავი აარიდა და ცნობილი ფეხბურთელებისკენ გაიჭრა. როგორც თორნიკე კაპანაძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა, სურვილი ჰქონდა რომ მის საყვარელ ფეხბურთელ პაოლო მალდინისთან მისულიყო. თუმცა მას სველ ბალახზე ფეხი დაუცდა და წაიქცა, რის შემდეგაც მცველებმა ის მოედნიდან გაიყვანეს და მშობლებთან - ტრიბუნაზე დააბრუნეს. 11 წლის თორნიკე კაპანაძე მომავალი ფეხბურთელია, ის კლუბ ავაზას აღსაზრდელია.
მატჩის დასრულების შემდეგ, პალიტრანიუსის ჟურნალისტი 11 წლის გულშემატკივარს ოცნების ასრულებაში დაეხმარა.
იხილეთ ვიდეო: მალდინის სანახავად სტადიონზე 11 წლის ბავშვი შეიჭრა - სახალისო ინციდენტი ვარსკვლავურ მატჩზე