19:43
7 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ალჟირი, ზიმბამბვე, საქართველო - ქვეყნები, სადაც მხოლოდ ერთი მილიარდერი ცხოვრობს
22-11-2019

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 2 ათას 153 მილიარდერია. Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, მათი უმრავლესობა ამერიკაში, ჩინეთში, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

თუმცა, არსებობენ ქვეყნები, სადაც მხოლოდ ერთი მილიარდერი ცხოვრობს და ასეთებს შორის არის საქართველოც. ჩვენთან მილიარდერი მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

რეიტინგის თანახმად, საქართველოს გარდა მხოლოდ ერთი მილარდერი კიდევ 12 ქვეყანას ჰყავს. ეს ქვეყნებია:  ალჟირი; ანგოლა; ისლანდია; ქუვეითი; ლიხტენშტეინი; ნეპალი; პორტუგალია; ყატარი; რუმინეთი;  სვაზილენდი, ტანზანია და ზიმბამბვე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები