ყოველგვარი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვინმემ რაიმე სახის პირდაპირ ან არაპირდაპირი ზემოქმედება მოახდინა, არის წმინდა წყლის სპეკულაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, პრეზიდენტმა მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი, დემოკრატიული პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, მოუსმინა ყველა მხარეს, გამართა შეხვედრები და ეს არის დემოკრატიის პრინციპების დაცვა. ღუდუშაურის თქმით ნიკა მელია უკვე გირაოზეც თანახმაა და იხვეწება. გავა დრო და იტყვის, რომ ამნისტიაზეც თანახმაა და კიდევ უფრო შორეულ მომავალში, რამდენიმე თვეში ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას. მისივე თქმით, ნიკა მელიამ პირდაპირ, უთქმელად შეასრულა მიხეილ სააკაშვილის დავალება და ჩაიგდო თავი კომიკურ მდგომარეობაში.