16:39
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ალცჰაიმერის დაავადება შესაძლოა A ვიტამინით განიკურნოს
19-02-2019

აბერდინისა უნივერსიტეტის მეცნიერები, პროფესორ პიტერ მაკ კაფერის ხელმძღვანელობით შეისწავლიან A ვიტამინის მნიშვნელობას ტვინის უჯრედთა გადარჩენაში. მათ მიერ შემუშავებული ახალი თერაპიული საშუალება, რომელიც აფერხებს თავის ტვინის უჯრედთა (ნეირონების) დაზიანებას, შეიცავს A ვიტამინს. ეს უკანასკნელი იშლება და დასაბამს აძლევს რეტინის მჟავას, რომელსაც ნერვული სისტემისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ შექმნილ პრეპარატს დიდი ეფექტი ექნება ალცჰაიმერის დაავადების შეფერხებაში. მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე უკვე არაერთი კვლევითაა დადასტურებული ახალი მედიკამენტის პოზიტიური გავლენა ნერვულ უჯრედებზე.

რეტინის მჟავა მონაწილეობს ადამიანის თვალებისა და ტვინის განვითარებაში ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში. მეცნიერთა აზრით, აღნიშნული მჟავის მაღალმა შემცველობამ შესაძლოა შეაჩეროს ნეირონთა დაზიანება და გაზარდოს ნერვულ უჯრედთა რაოდენობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ალცჰაიმერის დაავადების შეჩერებაში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები