საქართველოს კონკურენციის სააგენტო "ალტასა" და "მეტრომარტის" კონცენტრაციას დათანხმდა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, "ალტასა" და "მეტრომარტს" შორის დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება კონკურენციის სააგენტოს 18 ოქტომბერს წარედგინა.სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა დოკუმენტაციისა და მონაცემების შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.