ვითარება სტიქიის ზონაში - კოხტას მთის ფერდობზე ხაჩენილი ხანძრის ქრობითი სამუშაოებში ვერტმფრენები აღარ მონაწილეობენ. ავიაციამ სოფელ ართანაში მუშაობა შეაჩერა. ერთ ქართულ და ორი ირანულ ვერტმფრენს რეგლამენტით გათვალისწინებულ ტექნიკური შემოწმება უტარდება. ადგილზე ქარის გამო დღის განმავლობაში დაკვამლიანება გაიზარდა, თუმცა ახალი კერები იქ არ წარმოქმნილა. სტიქიის ზონაში მუშაობას 500-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს, ტყეში იჭრება ახალი გზაც. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რა დროიდან განაახლებს ავიაცია სახანძრო სამუშაოებს, ჯერ უცნობია.