მომხიბვლელ და უწყინარ ალპიურ ზაზუნას, რომელსაც არც ველურ ბუნებაშიც აკლია მტერი, ალპების მოსახლეობაც საუკუნეების მანძილზე დევნის დაუნდობლად, რადგან მის ბასრ ბრჭყალებს ძვირფას სანადირო ნადავლად მიიჩნევს, დელიკატესად ქცეული ხორცით კი, მხოლოდ პატივცემულ სტუმრებს უმასპინძლდება, ცხიმს ხალხურ მედიცინაში სახსრების ტკივილის გასაყუჩებლად იყენებს, ბეწვისგან კი, მოდურად ჩაცმის მოყვარულთათვის ქურქებს კერავს.