ამერიკული კორპორაცია Alphabet-ის 2019 წლის პირველი კვარტლის შემოსავლებმა 36 მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში Google-ის მფლობელი კომპანიის მოგებამ 31 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამასთან, კორპორაციის ფინანსური ანგარიშის თანახმად, პირველ კვარტალში Alphabet-მა 6 მილიარდ 600 მილიონი დოლარის სუფთა მოგება ნახა, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.