ალპებში საბაგიროზე 110 ტურისტი გაიჭედა. ინციდენტი საფრანგეთი-იტალიის ზონაში მოხდა. მათ ჩამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები გუშინ საღამოს დაიწყო. ვერტმფრენებით 65 ტურისტის ევაკუაცია შეძლეს, თუმცა 45 ადამიანი ამ დრომდე გაუმართავ საბაგიროზე იმყოფება. მათ მთელი ღამე მონბლანის მყინვარებზე, ზღვის დონიდან 3800 მეტრის სიმაღლეზე გაატარეს. როგორც ცნობილია, საბაგიროს გაჩერება ძლიერი ქარისგან ერთმანეთზე გადახლართულმა კაბელებმა გამოიწვია. სამაშველო ოპერაცია განახლდა და იმედოვნებენ, რომ დღის პირველ ნახევარში ყველა ტურისტის უსაფრთხოდ ჩამოყვანა მოხერხდება.