ალმოკიდებული ავტობუსი და მძღოლი, რომელიც მის ჩაქრობას ცდილობს - კადრები გადაიღო თვითმხილველმა, რომელიც ფაქტს შეესწრო - Palitra News

ალმოკიდებული ავტობუსი და მძღოლი, რომელიც მის ჩაქრობას ცდილობს - კადრები გადაიღო თვითმხილველმა, რომელიც ფაქტს შეესწრო

2019-05-08 17:42:35+04:00

27 ნომერი ავტობუსი დაკვამლიანების გამო ხაზიდან მოხსნეს. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ "პალიტრანიუსს" განუცხადეს, შემთხვევა დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, დაკვამლიანება ელექტროსადენების გადახურებამ გამოიწვია.„ავტობუსს ცეცხლი არ გასჩენია, მხოლოდ დაკვამლიანება იყო, რაც მძღოლმა ცეცხლმაქრის გამოყენებით გაანეიტრალა. 27 ნომერი ავტობუსი მოხსნილია ხაზიდან და მის ნაცვლად სათადარიგო ავტობუსი იმუშავებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ კომპანიაში.