სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით, "PechaKucha Night Tbilisi" გაიმართა. ეს არის ტოკიოში შექმნილი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც წარმოდგენილია მინი კომფერენციის ფორმატით. კომფერენციის თემა "სოფლის მეურნეობა და ინოვაციებია". PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო.
სახელწოდება PechaKucha იაპონური ენიდან მომდინარეობს და "ბლა-ბლა-ბლას" ნიშნავს. ღონისძიება 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ.
"PechaKucha Night Tbilisi"-ზე სხვადასხვა თემის ირგვლივ, საკუთარი პროექტები ათამდე მეწარმემ, მათ შორის ALLWINE.GE-ს წარმომადგენელმა წარადგინა.