11:26
14 დეკემბერი, 2018, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ალკოჰოლზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებები ეფექტურობას კარგავს - რომელი საშალების გამოყენებას ურჩევს საავადმყოფოებს კვლევის თანაავტორი?
28-09-2018

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საავადმყოფოებში გავრცელებულ ბაქტერიებს ალკოჰოლზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებები ვეღარ ანადგურებს. ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები ფართოდაა გავრცელებული და ის დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა საშიში ინფექციების თავიდან არიდების კარგი საშუალება იყო. თუმცა ახალი კვლევა მიუთითებს, რომ მის ხშირ გამოყენებას უარყოფითი შედეგებიც აქვს.

მეციერებმა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ენტეროკოკი (VRE) აღმოაჩინეს, რომელსაც გამძლეობა უკვე ალკოჰოლის მიმართაც აქვს. კვლევის თანაავტორი ტიმოთე სტინერი საავადმყოფოებს ქლორზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას და პაციენტების უფრო მკაცრად გაკონტროლებას ურჩევს.

ენტეროკოკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა Enterococcus faecium-ია. მისით გამოწვეული ინფექციები სერიოზული საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს და ის ზოგჯერ სიკვდილითაც სრულდება. ამ ტიპის ბაქტერიებს კუჭ-ნაწლავის სისტემის დაინფიცირება შეუძლიათ, საიდანაც ისინი სისხლშიც ხვდებიან და ზოგჯერ სეფსისსაც იწვევენ. მისი განკურნება ძალიან რთულია, რადგან ის თითქმის ყველა ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტულია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი იმუნოდაქვეითებული ადამიანები იმყოფებიან.

კვლევა ავსტრალიის საავადმყოფოებსა და ლაბორატორიებში ჩატარდა. მეცნიერებმა ერთი და იმავე ბაქტერიის ნიმუში 1997 წლიდან მოყოლებული 2015 წლის ჩათვლით აიღეს. მათ შენიშნეს, რომ 2010 წელს აღებულ ნიმუშებთან შედარებით, 2015 წლის ეგზემპლარი 10-ჯერ გამძლე იყო ალკოჰოლისადმი.

AutoPlay
პროფესიები, რომლის წარმომადგენლებსაც ჭკუასუსტობა არ ემუქრებათ - გადაამოწმეთ, ხართ თუ არა ტვინისთვის "ჯანმრთელი" საქმიანობით დაკავებული?
04-12-2018
როგორ ავირიდოთ გაციება? - 8 რამ, რაც ზამთარში ყოველდღიურად უნდა გააკეთოთ
03-12-2018
რა გავლენას ახდენს ყურსასმენების ყოველდღიური გამოყენება? - რჩევები, რაც სმენის ნაადრევად დაქვეითების რისკს შეგიმცირებთ
01-12-2018
რისი ბრალია ძილში კბილების კრაჭუნი? - გამომწვევი მიზეზები და სპეციალისტის რჩევები ბრუქსიზმით დაავადებულებისთვის
30-11-2018
თუ ჭამის შემდეგ გული გიჩქარდებათ, გამომწვევი მიზეზები აუცილებლად უნდა დაადგინოთ - როგორ უნდა მოიქცეთ ექიმთან ვიზიტამდე და მის შემდეგ?
30-11-2018
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: რეპროდუქციული და გინეკოლოგიური ქირურგიის სიახლეები
30-11-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები