"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, შესაძლოა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში პირს პატიმრობა შეეფარდოს.
აღნიშნული ცვლილების ინიციატორი პარტია "მოქალაქეებია".
უმრავლესობამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა და როგორც თავად აცხადებენ, საკითხის განხილვისთვის კვლავ მზად არიან.