Alibaba-ს კვარტალური მოგება შემცირდა, თუმცა შემოსავლები გაიზარდა - Palitra News

Alibaba-ს კვარტალური მოგება შემცირდა, თუმცა შემოსავლები გაიზარდა

2021-08-05 10:00:56+04:00

გასული ფინანსური კვარტალის განმავლობაში, ჩინური კომპანია Alibaba Group Holding-ის სუფთა მოგება შემცირდა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში კომპანიის სუფთა მოგებამ 45 მილიარდ 100 მილიონი იუანი ანუ 7 მილიარდი დოლარი, ხოლო შემოსავლებმა 205 მილიარდ 700 იუანი შეადგინა.

ამასთან, კომპანიის წლიური აუდიტორია, ბოლო 12 თვის განმავლობაში, გაზრდილია 45 მილიონით და მილიარდ 180 მილიონ ადამიანს აღწევს.

ცნობისთვის, Alibaba ფლობს ჩინეთის უმსხვილეს ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელზეც ჩინეთის ელექტრონული კომერციის 80% მოდის.