ჩინური ინტერნეტ კომერციის უმსხვილესი კომპანია Alibaba-ს დამფუძნებლის ჯეკ მას კაპიტალი 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარით შემცირდა, მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციებზე ფასმა მნიშვნელოვნად იკლო. როგორც Forbes-ი World real-time billionaires-ზე დაყრდნობით წერს, მისი ქონება 5,8%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, წინა დღეს Alibaba-ს აქციებზე ფასი ნიუ-ორკის საფონდო ბირჟაზე 13,3%-ით შემცირდა, ხოლო ჰონგ-კონგის ბირჟაზე 8,1%-ით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ბაზრის მაკონტროლებელმა ორგანომ დაიწყო გამოძიება Alibaba-სთან მიმართებაში. ჩინური გიგანტი ეჭვმიტანილია ანტიმონოპოლიური კანონდებლობის დარღვევაში.
მარეგულირებლები ეჭვობენ, რომ კომპანია იყენებს იძულების ფორმას მისი დომინანტური პოზიციიდან გამომდინარე, როცა მომხმარებელს არჩევანის გასაკეთებლად უტოვებს მხოლოდ ერთ არჩევანს. Alibaba-ში კი აცხადებენ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.