თითქმის ნახევარ საუკუნიანი კარიერი მანძილზე, მსოფლიო კინოს კლასიკოსმა, ტრილერის ფუძემდებელმა და სასპენსის ოსტატმა ალფრედ ჰიჩკოკმა 50-ზე მეტი ფილმი შექმნა და უზარმაზარი მემკვიდრეობა დაუტოვა კინომოყვარულებს. მართალია ბრიტანელი რეჟისორი სამშობლოშიც ნაყოფიერად მუშაობდა, მაგრამ ნოვატორული იდეების განხორციელება მხოლოდ შეერთებულ შტატებში შეძლო. ამიტომ შემთხვევითი არაა, მისი ყველა საუკეთესო ფილმი სწორედ ამერიკულ პერიოდს მიეკუთვნება. საყვარელ ჟანრად ჰიჩკოკი ყოველთვის ტრილერს მიიჩნევდა, მისი ტრადიციების გათვალისწინებით შეიმუშავა კინომოქმედების განვითარების ახალი სტილი, მთავარ ელემენტად კი სასპენსი აქცია. სხვათაშორის თანამედროვე ტრილერისა და საშინელებათა ფილმის დღეს უკვე სახალიათო ხერხები თავის დროზე სწორედ ამ რეჟისორმა მოიფიქრა. მისმა შთამომავლებმა კი წარმატებით გაიმეორეს საკუთარ ფილმებში. "ფსიქო", რომელიც ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტის 20-ე საუკუნის 100 საუკეთესო მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ნუსხის ლიდერი გახდა, ალფრედ ჰიჩკოკის ყველაზე ცნობილი და საშიში ნოვატორული უბერებელი ფილმია და არა მხოლოდ რეჟისორის შემოქმედების, არამედ მთელი ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება.