ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის მაია გოთუას განცხადებით, ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება.
როგორც მაია გოთუამ აღნიშნა, ის უმეტესად შეშუპება-შეწითლების სახით არის გამოვლენილი იმ ადგილზე, სადაც ფილერია გამოყენებული.
ამასთან გოთუას თქმით, სასურველია მოქალაქემ ფილერი ვაქცინაციამდე 2 კვირით ადრე გაიკეთოს.
თუმცა, მედიკოსის განმარტებით, ფილერის გაკეთება არ წარმოაგენს უკუჩვენებას შემდგომი ვაქცინაციის ჩასატარებლად. თავად რეაქცია არ მიიჩნევა სერიოზულ გართულებად და ჩვეულებრივ მედიკამენტებს: სტეროიდებს, ანტიჰისტამინურ პრეპარტებით მკურნალობას ექვემდებარება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფილერის ეს რეაქცია მხოლოდ კოვიდ 19-ის ვაქცინისთვის არა დამახასიათებელი. ანალოგიური შემთხვევბი აღნიშნულია გრიპის ვაქცინაზე, სტომატოლოგიური ჩარევისას მექანიკურ გააღიზიანებაზე , ან სხვა სახის ინფექციაზეც.