უკანასნელ წლებში მთელს მსოფლიოში გეომეტრიული პროგრესით მატულობს ალერგიული დაავადებების სიხშირე. ალერგიული პათოლოგიის წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გამომწვევი ალერგენების გამოვლენა და მისი ელიმინაცია. სულ რამდენიმე წელია მსოფლიოში დაინერგა ალერგოდიაგნოსტიკის ახალი მეთოდი, ალერგიის დიაგნოსტიკა მოლეკულურ დონეზე.
ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკა უკვე შესაძლებელია საქართველოში, ალერგიის სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში "ალერგია XXI საუკუნე", რომელსაც ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირინა მიმინოშვილი.ალერგიის მოლეკულური დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა დავადგინოთ როგორი თვისებების მოლეკულებით არის ადამიანის ორგანიზმი სენსიბილიზირებული. სპეციფიურია თუ ჯვარედინმოქმედი, ლაბირული თუ სტაბილური. უფრო ხშირად ლაბილური ალერგენები იწვევენ ადგილობრივ რეაქციას, როცა სტაბილურ ალერგენებს შეუძლია მძიმე სისტემური რეაქციების გამოწვევა. ამის მიხედვით შეიძლება რისკების წინასწარი დადგენა.მოლეკულური დიაგნოსტიკით დგინდება, თუ რომელი მოლეკულაა მასენსიბილიზებელი, ლაბილურია თუ სტაბილური, პროდუქტში მაღალი კონცენტრაციითაა თუ დაბალი. განსაზღვრავს მოსალოდნელი კლინიკური გამოვლინების სიმძიმეს, აზუსტებს, თუ რომელი ფაქტორებით არის გამოწვეული ალერგია, გენეტიკური განწყობით თუ ჯვარედინი რეაქციით. აკონკრეტებს უნდა გამოირიცხოს თუ არა ალერგენი მოხმარებიდან, ასევე სჭირდება თუ არა პაციენტს თან ატაროს გადაუდებელი დახმარების მედიკამენტი და რაც მნიშვნელოვანია რომელი ნივთიერებით უნდა ჩატარდეს სპეციფიური იმუნოთერაპია.