უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ აიძულა რუსეთი თავისი სამიზნეები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა და ომის გრძელვადიან ფაზაში გადადის. მისი თქმით, 24-ხ თებერვალს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა კაპიტულაციას მოახდენდა რამდენიმე დღეში და კრემლი დააარსებდა ახალ რუსულ სისტემას უკრაინაში. თუმცა, რეზნიკოვის თქმით, „უკრაინის არმიამ და უკრაინის მთელმა მოსახლეობამ მოიგერიეს ოკუპანტები და ჩაშალეს მათი გეგმები“.