ალექსეი ნავალნის მეუღლე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას ეუბნება და აცხადებს, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ.
„ვკითხულობ თქვენს შეტყობინებებს და ვაცნობიერებ, რომ იმდენი კარგი, ძლიერი და ღირსეული ადამიანი გვიჭერს მხარს ალექსეის და მე, რომ არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა შევშინდეთ. მიუხედავად ყველაფრისა, გავიმარჯვებთ,“- წერს იულია ნავალნაია „ინსტაგრამზე“.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ- როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ევროკავშირმა მოსკოვს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.