რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეების დაკავებები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გრძელდება. Meduza-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მოსკოვში ნავალნის შტაბის კოორდინატორი ოლეგ სტეპანოვი დააკავეს. პეტერბურგში, იმ ადგილისკენ, სადაც აქცია მიმდინარეობს, სპეცტექნიკა დაიძრა. ორგანიზაცია OVD-info-ს მონაცემებით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რუსეთის მასშტაბით, ამ დროისთვის 219 ადამიანია დაკავებული.