რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. გამოცემა გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, სპეცრაზმმა ვლადივოსტოკში მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა და 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნოვოსიბირსკში „წითელი გამზირიდან“ „ლენინის მოედნამდე“ მსვლელობა მოაწყვეს. Тайги.инфо-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში აქციის 8 მონაწილეა დაკავებული. მიტინგი იმართება ქალაქ ულან-უდეშიც, სადაც დემონსტრანტები სკანდირებენ : „თავისუფლება.“ ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის დაკავების შესახებ. რაც შეეხება რუსეთის დედაქალაქს, გამოცემა Meduza-ს ცნობით, საპროტესტო აქცია მოსკოვშიც დაიწყო და სამართალდამცავებმა დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით : „არ მეშინია!“ ორგანიზაცია OVD-info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, რუსეთის მასშტაბით, 125-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.