რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი “ინსტაგრამის” პირად გვერდზე საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს და პირველ კომენტარს აქვეყნებს.
„გამარჯობა, მე ვარ, ნავალნი. მენატრებით. ჯერჯერობით თითქმის არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი. არანაირი დახმარება არ დამჭირვებია, ძალიან მომეწონა,“- წერს ნავალნი.
ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს.