გალერეა „გამრეკელი“ ალექსანდრე ვარვარიძის სოლო გამოფენას „მაღალი სიმკვრივის სამყარო“ ერთი თვის მანძილზე უმასპინძლებს
მხატვრისათვის, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად არის ჩართული სახელოვნებო სივრცეში, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში, მათ შორის აღსანიშნავია 2019 და 2020 წლებში ლოს-ანჯელესის გალერეების გამოფენებში მონაწილეობა.
ალექსანდრე ვარვარიძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია საკმაოდ გამორჩეული მხატვრული სტილი, ნამუშევრები შედგება ფიგურატიული ფორმებისა და ფერისაგან. ექსპოზიციაზე გაერთიანებულ ფერწერულ ნამუშევრებში არსებული დაძაბულობა და ჰარმონია, ზეთის საღებავის ფენებისაგან აგებული ტექსტურა, მკვეთრი და თამამი ფერადოვანი გადაწყვეტა სერიას შთამბეჭდავს ხდის და სძენს მეტ ემოციურობას.
აღნიშნული სერია შედგება 10 ფერწერული ტილოსაგან.