ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, შესაძლოა, სამეგრელო ჩაიკეტოს. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ "პალიტრანიუსს" განუცხადა რეგიონი ჩაიკეტება იმ შემთხვევაში თუ ვირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს განმეორებითი კვლევის შედეგად ახალი კორონავირუსი დაუდგიდება და კონტაქტების მოძიება შეუძლებელი გახდება.
როგორც ალექსანდრე მოწერელიამ განმარტა, როდის ჩაუტარდება ამ სამ ადამიანს განმეორებითი ტესტირება ამას მედიკოსები გადაწყვეტენ.
რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, მოწერელიას განცხადებით, აღნიშნული კლინიკა საკარანტინო პაციენტის მიღებას უახლოეს დღეებში შეძლებს, იფუნქციონირებს როგორც "ცხელების ცენტრი".