ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი უკრაინის ტერიტორიიდან თვითმფრინავებს არ მიიღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მინსკში, ბავშვთა საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ აქ მათ ხალხს ვშველით და ასეც გავაგრძელებთ, მათ კი ფრენები ჩაგვიკეტეს. ჩვენ გვიწევთ გვერდი ავუაროთ მათ ტერიტორიას, რომ მოვხვდეთ თურქეთში, ეგვიპტეში თუ სხვაგან. რადგან უკრაინამ ჩაგვიკეტა ფრენები, ჩვენ უკრაინიდან უბრალოდ არ მივიღებთ თვითმფრინავებს, საჭიროა შევთქმნათ თანაბარი პირობები „ბელავიას“ თვითმფრინავებისთვის. ჩვენ თუ ამ გზით ვიფრენთ, მაშინ სხვებსაც ვაიძულებთ ჩვენთან ბელარუსში ამავე გზით ჩამოფრინდნენ“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მაისის ბოლოს, Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, უკრაინამ ბელარუსთან ავია მიმოსვლა შეაჩერა და ბელარუსულ თვითმფრინავებს მისი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.