ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ კორონავირუსის დახმარებით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს გამოიყენონ არსებული ვითარება, რათა შეცვალონ მსოფლიო და დაამყარონ ახალი წესები.
"არ გეჩვენებათ, რომ ძლიერმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი ომის გარეშე, ამ კორონავირუსის ფსიქოზით და ინფოდემიით გადააკეთონ მსოფლიო? ჩვენ გვიბიძგეს იმისკენ, რომ გავჩერდეთ და მივირთვათ ის მცირედი სავალუტო რეზერვები, რომელიც გვაქვს. შემდეგ გამოუშვებენ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს და ისინი ვინც ფეხზე დგანან მოვლენ და გვეტყვიან: აჰა თქვენ ცოტა და გააკეთეთ ის, რასაც გეტყვით. აი, ასე შეიძლება მოხდეს,- განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, ბელარუსში კორონავირუსის 351 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 4 ადამიანი ემსხვერპლა.