ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს, უკრაინასთან კი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს.
„ჩვენ იძულებულები ვართ, გავიყვანოთ ჯარი ქუჩებიდან, ნახევარი არმიის მობილიზება მოვახდინოთ და დავხუროთ დასავლეთ საზღვრები, უპირველეს ყოვლისა ლიეტუვასთან და პოლონეთთან. ჩვენ იძულებულები ვართ გავაძლიეროთ სასაზღვრო კონტროლი ჩვენს მოძმე უკრაინასთან“, – განაცხადა ლუკაშენკომ. მ
ისივე თქმით, ბელარუსს ომი არ სურს.
ლუკაშენკომ ლიეტუველებს, პოლონელებსა და უკრაინელებს მიმართა, თავიანთი პოლიტიკოსები შეაჩერონ და ომის დაწყების უფლება არ მისცენ.