ჩვენს გარშემო, სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო, მარტივი ვითარება არ არის, - ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ეს განცხადება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, სერგეი ნარიშკინთან, გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსსა და რუსეთს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ თუმცა მათ მიმართ ინტერესი ყველას აქვს.
„ბელარუსს და რუსეთს ამ შეშლილ, განსაკუთრებით კი ამ პანდემიისგან გადარეულ სამყაროში ცოტა მეგობარი ჰყავთ. ჩვენს მიმართ კი ინტერესი ყველას აქვთ. ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ “, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მან სერგეი ნარიშკინს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან ინფორმაციის რეგულარული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სერგეი ნარიშკინს შორის შეხვედრა მინსკში გაიმართა.