ახალ სასწავლო წელს განათლების სამინისტრო მოსწავლეებს ძალიან ბევრ სიახლეებს სთავაზობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა განუცხადა. ალექსანდრე ჯეჯელავამ თქმით, მოსწავლეებს უკეთ გადამზადებული დირექტორები, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ეყოლებათ. 300 სკოლას კი რემონტი ჩაუტარდა და მოსწავლეებს განახლებული დახვდებათ, რაც მინისტრის შეფასებით, მათ მოტივაციაზე იმოქმედებს. ამასთან როგორც ჯეჯელავამ განაცხადა, თბილისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს კვირაში ერთხელ ვაშლი მიუვა სტუმრად.