ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კონფერენციის ”სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები” დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, კვლევის შედეგებში, რომელიც ჩატარდა სასკოლო განათლების კუთხით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვეთილი. მინისტრის თქმით, ორდღიან კონფერენციაზე საუბარი იქნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე.