ბათუმში განვითარებულ მოვლენებს კვლავ ეხმაურებიან მინისტთა კაბინეტის წევრები. განცხადება ამჯერად განათლების მინისტრმა გააკეთა. ალექსანდრე ჯეჯელევას თქმით, სამწუხაროა, რომ ადამიანები მზად არიან თავიანთ პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის მშვიდობა და მოსახლეობის კეთილდღეობა გადააყოლონ.